Tuesday, July 12, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:
საქართველოს გაქრისტიანება.
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:
პროექტის მთავარი იდეაა, გაიგონ მოსწავლეებმა, თუ როგორ გავრცელდა საქართველოში ქრისტიანობა, ვინ იყვნენ პირველები ვინც საქართველოში პირველად იქადქგეს ქრისტიანული სარწმუნოება, ვის სახელს უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება და როდიდან დაედო დასაბამი ქრისტიანულ სარწმუნოებას, როგორ მოხდ და ვინ იყო ამ პერიოდში ქართლში მეფე.
პროექტის აქტუალობა:
სასწავლო პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები თავად ახდენენ კვლევა-ძიებას მასალებისა და ინფორმაციის მოსაძიებლად, რაც ხელს უწყობს კვლევა-ძიებისა, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, ურთიერთთანამშრომლობის, ანალიზის, შეჯამებისა და დასკვნების გაკეთების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას მოსწავლეებში.
პროექტის მიზანი:
ამ პროექტის მთავარი მიზანია, მოსწავლეები დაეუფლონ ცოდნას საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ, რომელ წელს გავრცელდა და ვის სახელს უკავშირდება საქართველოს გაქრისტიანება,ასევე განივითარონ დამოუკიდებლად კვლევა-ძიების, კომპიუტერით საჭირო ინფორმაციის მოძიების უნარები და მათი გამოყენება სასწავლო პროექტში, ეს ყოველივე ჩამოაყალიბებს მოსწავლეებში დამოუკიდებლად მიზნის მიღწევის მისწრადებას, რაც მათ შინაგან მოტივაციას ზრდის.მოსწავლეების შედეგების მიღწევა რომ გამოვავლინოთ, აუცილებელია მოსწავლეებმა თავიანთი მოძიებული ინფორმაცია შეაჯამონ და პრეზენტაციის სახით წარმოადგინონ.
მონაწილეთა ასაკი:
11-12 წლის.
ვადები/ ხანგრძლივობა:
ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნქას:
მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია,რომელიც იქნება ბლოგზე განთავსებული და მასში იქნება ფოტოსურათები და ინფორმაცია საეკლესიო ლიტერატურიდან,ასევე ისტორიული მასალის გამოყენება.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სასწავლო პროექტის მასალად მოსწავლრრბს სჭირდებათ,წიგნები საეკლესიო ლიტერატურიდან,ისტორიული ლიტერატურა,ფოტოსურათები, რვვეულები, ავტოკალამი. ტექნიკური რესურსებიდან კომპიუტერი, რათა ისტის საშვალებითმოიძიონ ინფორმაცია და ფოტო აპარატი რათა მოახდინონ ფოტო მასალის შეგროვება.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები:
მასწავლებლის დახმარებით,კერძოდ გონებრივი იერიშით,მოსწავლეები ირჩევენ მათთვის საინტერესო თემას და იწყებენ ამ თემის ირგვლივ ,,საქართველოს გაქრისტიანება" კითხვების ჩამოწერას ინდივიდუალურად, შემდეგ კითხვებს აჯამებენ ჯგუფში და ინაწილებენ თემებსა და შეკითხვებს, ფუნქციებს,ათანხმებენ მასწავლებელთან,ასრულებენ დასახულ საქმიანობას,ირჩევენ იმფორმაციის წყაროს და ისტ საშვალებებს. ჯგუფი ამზადებს პროექტის მიმდინარეობასა და მიღებული შედეგების         ამსახველ პრეზენტაციას.მასწავლებელი მოსწავლეებთან  შეთანხმებული რუბრიკის შესაბამისად, აფასებს პოექტის განხორციელებასა და მიღწეულ შედეგებს.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლე ეცნობა საქართველოს გაქრისტიანების ისტორიას, აცნობიერებს მია როლს საქართველოს განვითარებაში და ეუფლება ჯგუფური მუშაობის და კვლევის სტანდარტებს.
პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი):
გოლთეთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი: ქურასბედიანი შორენა.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
shorenaqurasbediani@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
shorenaqurasbediani.blogspot.com